24, ივლისი 2020 16:30:00
იუსკის ბათუმის ფილიალი იუბილარია. თარიღთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრი მომხმარებლებს, საჩუქრებთადნ ერთად, გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს. 24 ივლისიდან 27 ივლისამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ გორგილაძის 88 ნომერში და 30-დან 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ.
სკანდინავიური ბრენდის საოჯახო საქონლის მაღაზია ბათუმში, 3 წლის წინ გაიხსნა. „იუსკი“ გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც მომხმარებელს, სახლისთვის საჭირო ნივთებს, ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს.
3 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იუსკიში 30-დან 40-მდე ფასდაკლებებია. მინუს 30%-ი სრულ საზაფხულო ავეჯსა და აქსესუარებზე, რბილ ავეჯზე, სასადილო მაგიდებსა და სკამებზე, პირსახოცებზე, მატრასებსა და საბან-ბალიშზე. მინუს 40%-ი კი ყველაზე მოთხოვნად კოლექციებზე. სავაჭრო ცენტრი, 3 დღის განმავლობაში ბათუმის მომხმარებლებს, ნამდვილ დღესასწაულზე ეპატიჟება.
გარდა ფასდაკლებებისა, შენაძენზე საჩუქრებს მიიღებთ. ასევე, 25 და 26 ივლისს, ღამის 12 საათამდე ქსელი, შოპინგის ღამეებზე გელოდებათ. იუსკი თავის მომხარებლებს ჰპირდება, რომ სავაჭრო ცენტრის დაბადების დღეზე მათ, ბევრ სიურპრიზს უმზადებს.
იუსკი ოპერირებს პრინციპით – „ყველაფერი სახლისთვის“. ქსელის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ფასისა და ხარისხის შეფარდებაა, რომლის სრული ასორტიმენტი ევროსტანდარტითაა გამყარებული.
ამ ეტაპზე იუსკის 52 ქვეყანაში, 2 ათას 800-ზე მეტი მაღაზია აქვს, 25 ათასზე მეტი თანამშრომლით. საქართველოში კი სავაჭრო ცენტრს 6 ფილიალი აქვს, თბილისსა და ბათუმში.