08, ივლისი 2020 21:30:00
დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა და წყლის გუბეები. ხელვაჩაურში საავტომობილო გზის მოწესრიგებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ. ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ არსებული მდგომარეობა სხვა დამატებით პრობლემებსაც ჰქმნის. პასუხისმგებელ ორგანოში კი განმარტეს, რომ მეჯინისწყლის მონაკვეთი მალე მოწესრიგდება.
ხელვაჩაურში, მეჯინისწყლის მონაკვეთზე, მოძრაობას დაზიანებული გზა და წყლის გუბეები აფერხებს. მძღოლები ამბობენ, რომ ცენტრალური საავტომობილო გზის ამ ნაწილზე, ხშირია ავარიული მდგომარეობები და საცობები.
ადგილობრივებს, გადაადგილება, განსაკუთრებით წვიმის დროს უჭირთ, მათ შორის ფეხით. ამბობენ, რომ პრობლემა წლებია მოუგვარებელია.
ავარიულ გზაზე, ადგილობრივების ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები, რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა, გამოცვალეს მიწისქვეშა მილებიც, თუმცა, პრობლემა, პრობლემად, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების მიზეზით დარჩა.
როგორც შპს „ბათუმის წყალში“ გაირკვა, წყლის გუბეები იმიტომ დგება, რომ წყალმომარაგების ახალის ქსელი მოწყობის შემდეგ, ძველი არ გაუქმებულა. კომპანიის დირექტორი განმარტავს, რომ სამუშაოები დღეს უნდა შესრულებულიყო, რასაც ხელი წვიმიანმა ამინდმა შეუშალა.
ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ეს მონაკვეთი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაშია. უწყებაში სიტყვიერი კომენტარით შემოიფარგლნენ. გვითხრეს, რომ გზის ამ ნაწილზე, მოვლა-შენახვითი სამუშაოები მალე დაიწყება და არსებული გუბეების ამოვსებას ახლო მომავალში უზრულველყოფენ.