06, ივლისი 2020 18:06:00
ბათუმში, სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “ზოდი“ გაიხსნა. სივრცეში მომხმარებელს სარემონტო მასალების ფართო ასორტიმენტი დახვდება. 5 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, მაღაზია მომხმარებელს სპეციალურ, 15 პროცენტინ ფასდაკლებას სთავაზობს. ვისაც შეთავაზება ხიბლავს, აეროპორტის გზატკეცილის 20 ნომერს უნდა მიაკითხოს.
ბათუმში, აეროპორტის გზატკელის 20 ნომერში სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “ზოდი“ გაიხსნა. სივრცეში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ყველაფერი, რაც რემონტისთვის სჭირდება. გახსნასთან დაკავშირებით, 5 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით ბათუმის ფილიალის ყველა მომხმარებელს შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოთ.
სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელ „ზოდი“-ს ბათუმის ფილიალი ქალაქში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. გუნდის თითოეულმა წევრმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო იმ სივრცის შესაქმნელად, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ყველაფერი, რაც რემონტისთვის სჭირდება.
ჰიპერმარკეტი აჭარაში, „ზოდის“ პირველი ფილიალია. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, აბაზანის აქსესუარების, ასევე ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა.
აქ ერთ სივრცეში შეძლებთ შეიძინოთ ინტერიერისა და ექსტერიერის კარები, ჯაკუზები, აბაზანები, ონკანები, აბაზანის აქსესუარები, ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალები, ასევე, სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს და ბარის ზედაპირები, ფანჯრის რაფები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელი ფილები და სხვა.
გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით „ზოდი“ უკვე 12 წელია ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშეა კონკურენტულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის ნდობით, მომსახურების მაღალი ხარისხით, სრული სერვისითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში „ზოდი”-მ ქართული ქვის საწარმო გახსნა, სადაც ნაკეთობები ევროპული სტანდარტების შესაბამისი დაზგა-დანადგარებით მზადდება.