08, ივნისი 2020 12:59:00
ამ სტატიის საშუალებით თქვენ გაიცნობთ ჰოლივუდის ვარსკვლავის იმ პიროვნება, რომლის შესახებაც აქამდე არ გსმენიათ.
ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი, ანჯელინა ჯოლი,1975 წლის 4 ივნისს ლოს ანჯელესში, კალიფორნიის შტატში დაიბადა. გარდა იმისა, რომ ჯოლი მსოფლიოში აღიარებული წარმატებული მსახიობი, კონორეჟისორი და ულამაზესი ქალბატონია, ასევე კარგი დიპლომატი და 6 შვილის დედაა.
სულ რამოდენიმე დღის წინათ ის 45 წლის გახდა. მისი პირველი დებიუტი 1982 წელსშედგა. ფილმი „ველოდები წასვლას“მისთვის უდიდესი წარმატების მომტანი სულაც არ ყოფილა. ამის შემდეგ კიდევ იყო რამოდენიმე მნიშვნელოვანი როლი და 1995 წლიდან, ფილმ „ჰაკერებში“ თამაშის შემდეგ იგი ცნობილი მსახიობი გახდა. მან 1999 წელს კარიერა ოსკარის მიღებით დაამშვენა. თუმცა , ჩვენგვინდა გიამბოთ ჰოლივუდის ვარსკვლავის იმ პიროვნების შესახებ, რომელიც კადრს მიღმა დარჩა.
როგორც ჯოლის მეგობრები მის შესახებ პრესასთან ყვებიან, ის ძალიან ემოციური და ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანია. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ უშლის მას ხელს იმაში, რომ იყოს ძლიერი და მებრძოლი პიროვნება.
2013 წელს ეთიოპიიდან დაბრუნებულმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა აღმოაჩინა, რომ სიმსინვის საშიშროების წინაშე იდგა და იძულებული გახდა ორივე მკერდის ამპუტაციაზე დათანხმებულიყო. ანჯელინა ჯოლის საკმაოდ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა ამან ის არ შეაჩერა, რომ სამყაროს უკეთესობისაკენ შცვლაში თავისი წვლილი შეეტანა. ის კვლავაც განაგრძობდა აფრიკში მოგზაურობასა და სიღატაკეში მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვას. რაც უფრო რთულად და მძიმედ იყო მისი მდგომარეობა, ის უფრო დიდი სიზვარულით უდგებოდა ამ საქმეს.
დღეს კი 45 წლის ,მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული მსახიობი , ანჯელინა ჯოლი, 6 შვილის დედა, პროფესორი , UN-ისოფიციალური ელჩი და ჰუმანური ადამიანია, რომელიც თვალებს არ ხუჭავს პრობლემებზე, არამედ ეხმარება ადამიანებს, რომ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება და გახდნენ უკეთესნი.