25, მაისი 2020 15:50:00
თითქმის ერთი თვეა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამჟამად რეგიონში კოვიდ დადებითი პაციენტი არ გვყავს. ცხელების კლინიკებში ამ ეტაპზე 18 პირია მოთავსებული, კვლევის პასუხები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამ დროის განმავლობაშის დაამარცხა და კლინიკა დატოვა 70-მა ადამიანმა - გარდაიცვალა 2 . კორონავირუსზე აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 11 ათას 172 პირს. კარანტინში იმყოფება ათას 114.