24, მაისი 2020 13:06:00
COVID-19-ის ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემწვავე თირეოიდიტი. ეს ფარისებრი ჯირკვლის მწვავე, ვირუსული ანთებითი დაავადებაა. სიმპტომები მოიცავს ცხელებას და ჯირკვლის მტკივნეულობას.
ქალაქ პიზას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმს, მედიცინის დოქტორ ფრანჩესკო ლატროფას მიაჩნია, რომ აუცილებელია განახლდეს კორონავირუსული ინფექციის შესაძლო გართულებების სია. ამ ნუსხაში უნდა ჩაერთოს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებიც.
ცნობილია 18-წლის გოგონას შემთხვევა, რომელიც მამიდან დასნებოვნდა COVID-19-ით. რამოდენიმე დღეში ის სრულად განიკურნა COVID-19 - სგან და ტესტირების პასუხიც უარყოფითი ჰქონდა, მაგრამ გამოუვლინდა არასპეციფიკური სიმპტომები. ახალგაზრდა ქალს აღენიშნებოდა ტკივილი კისრის და ფარისებრი ჯირკვლის არეში, ცხელება და გახშირებულიგულისცემა. საავადმყოფოში დაუსვეს დიაგნოზი: "ქვემწვავე თირეოიდიტი"
ამ ფაქტამდე, ერთი თვით ადრე, პაციენტს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ნორმალური ჰქონდა და სკანირებითაც არ დადასტურებულა რაიმე გადახრა. მედიკოსები კორონავირუსულ ინფექციას პირდაპირ უკავშირებენ ქვევმწვავე თირეოიდიტის განვითარებას.