22, მაისი 2020 16:52:00
აჭარაში, 22-ე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 263 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, რომელთა კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში, აჭარაში, კოვიდ19-ზე PCR ტესტი 10 ათას 377 პირს ჩაუტარდა. კლინიკა „მედალფაში“ კი კვლავ, 2 ინფიცირებული პაციენტი რჩება.