21, მაისი 2020 17:05:00
აჭარაში უკვე 21 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 348 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღის ბოლოსთვის ელოდებიან, კიდევ 35 პირის ტესტის პასუხს. ჯამში, აჭარაში, კოვიდ19-ზე PSR ტესტი ჩაუტარდა 10 ათას 114 მოქალაქეს. ამჟამად, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს 2 ინფიცირებული პაციენტი გადის. ქვეყნის მასშტაბით კი უხილავ მტერს 224 ადამიანი ებრძვის.