20, მაისი 2020 17:35:00
აჭარაში უკვე მე-20 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 110 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღის ბოლოს გახდება ცნობილი კიდევ 30 პირის ტესტის პასუხი. ჯამში, აჭარაში კორონავირუსზე PSR ტესტი ჩაუტარდა 9 ათას 766 პირს. ამჟამად, კლინიკა „მედალფაში“ კოვიდ19-ზე მკურნალობის კურსს 2 პაციენტი გადის. ქვეყნის მასშტაბით კი 226 ინფიცირებულია.