20, მაისი 2020 17:01:00
დღეიდან, საქართველოს მოქალაქეები, თურქეთში სამკურნალოდ წასვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ გაავრცელა. როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, მეზობელი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება სახელმწიფოში სამკურნალოდ შესული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს განსაზღვრავს. ,,თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე, თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ ნორმებს" - წერს გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.