15, მაისი 2020 17:20:00
კორონავურუსს მსოფლიო უკვე ნახევარი წელია ებძვის. კოვიდ 19-მა ადამიანების ცხოვრების ტემპი და სტილი რადიკალურად შეხვალა. სხვადასხვა ქვეყანამ დეკემებრიდან დღემდე სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა და მოხსნა. განსხვავებული აქვს ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები რაოდენობრივად ყველა მათგანს. განსხვავებულია ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების კოეფიციენტებიც. თუმცა ერთნაირია სავალდებულო რეკომენდაციების ჩამონათვალი. პირბადე, ხელთათამანები და სოციალური დისტანცია. რამდენად იცავენ ამ უკანსაკნელს ბათუმში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში ? ჩვენს დღეს ამის გადამოწმებას შევეცადეთ. საავადმყოფოების შენობებში მაცნეს გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, თუმცა ჩვენმა კამერამ ეზობში არსებული სიტუაცია დააფიქსირა.
მოქალაქეები პირბადეების და სოციალური დისტანციის გარეშე - ჰოსპიტალ „მედცენტრის“ შესასვლელი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებუელბა აღმოჩნდა დღეს ქალაქში, სადაც ადამიანებს, პანდემიის პირობებში მოქმედი რეგულაციები არც კი ახსოვდათ. კამათიც ამით დაიწყო. ისინი ჩვენმა შეკითხვებმა გააღიაიზანეს.
აღმოჩნდა, რომ დადგენილ რეგულაციებს ადამიანები მაინცადამაინც, არც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან იცავდნენ. პირბადეების გარეშე, ჯგუფური შეკრებები სემდიცინო დაწესებულების ეზოში იშვიათობა ნამდვილად არ არის. ადმინისტრაცია გვარწმუნებს, რომ წესების დაცვაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ საავადმყოფოს შენობის შიგნით იღებს. გადამოწმების საშუალება კი არ მოგვცეს.
უსაფრთხოებისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციები რომ უგულვებელყოფილია ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში, ქუჩიდანაც იოლი შესამჩნევი აღმოჩნდა. სამედიცინო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურმა ეზოში შესვლა სახიფათოდ მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში მიიჩნია და რესპოდენეტებთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ორ მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვას და პირბადის ტარებას, ასევე სამზე მეტი ადამიანის შეკრებას, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ხელისუფლება ორი თვეა კრძალავს. რეგულაციებს კი ყოველდღიურად ახსენებს, მიუხედავად ამისა, წესები ისევე როგორც სხვადასხვა სივრცეში, დარღვეულია სამედიცინო დაწესებულებებთანაც, სწორედ იქ, სადაც, როგორც მოქაალქეებს, ისე ადმინისტრაციებს ყველაზე მეტი პასუხისმგბელობა მოეთხოვებათ.