14, მაისი 2020 17:26:00
აჭარაში 391-ტ ლაბორატორიულ კვლევაზე პასუხი უარყოფითია. ტესტები დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარდა. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, მათი პასუხები კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კლინიკა „მედალფაში“კი მკურნალობის კურსს გადის 4 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა. უკვე 2 კვირაა რეგიონში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.