14, მაისი 2020 10:21:00
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 391 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 20 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 4 ინფიცირებული პაციენტი. ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 60-მა პაციენტმა.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რეგიონში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა14 მარტს(იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს. აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.
დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1438 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5555-მა პირმა.