13, მაისი 2020 17:40:00
და რა ვითარება შექმნა პანდემიამ სამაუწყებლო ბაზარზე? საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიიჩნევს, რომ შემქნილი ვითარება სარეკლამო შემოსავლებზე ნეგატიურად აისახება. კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 პროცენტიანი კლება იყო მარტის თვეში, ეს მაჩვენებელი კი უფრო მაღალი იქნება აპრილის თვეში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მარტში დაფიქსირებული 4%-იანი კლების მიუხედავად, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები 7პროცენტით გაიზარდა. ჯამში კი 13მილიონ 659ათას 925 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2020 წლის II, III და IV კვარტალებს, პანდემით გამოწვეული მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს გავლენას სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე- ნათქვამია განცხადებაში. თუმცა კომისიაში პროგნოზირებენ, რომ შეზღუდვების მოხსნა, ბიზნესების გახსნა, და ის ფაქტი, რომ 2020 წელი საარჩევნო წელია- ხელს შეუწყობს სარეკლამო აქტივობების განახლებას. „წლის ჭრილში 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება“-მიიჩნევენ კომისიაში.