13, მაისი 2020 17:19:00
აჭარაში ინფიცირებული 71 პაციენტიდან 60-მა ვირუსს სძლია. პაციენტები ბათუმის კლინიკა „მედალფას“ პარალელურად განიკურნენ თბილისისა და ქუთაისის კლინიკებში. რეგიონში გარდაიცვალა ორი პაციენტი. ბოლო 13 დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ქვეყნის მასშტაბით კი 372 გამოჯანმრთელებული პირი გვყავს. ამ დროის მონაცემებით ინფიცირებული 647 ადამიანია.