12, მაისი 2020 17:35:00
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს დაუდასტურდა.