12, მაისი 2020 17:15:00
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს კვლავ მკაცრი ზომების ეტაპობრივი და ფრთხილი მოხსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ითქვა. ხელისუფლებები გააფრთხილეს, რომ ლოქდაუნიდან გამოსვლამდე ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ ეპიდემიას აკონტროლებენ და რომ ჯანდაცვის სისტემას შემთხვევების მატებასთან გამკლავება შეუძლია.ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გუშინ მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპი ამოქმედდა. გაიხსნა მაღაზიები, სალონები, სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები, რესტორნები და ბარები. ნაწილობრივ აღდგა სასწავლო პროცესიც.