12, მაისი 2020 17:12:00
საქართველოში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რაოდენობას გადააჭარბა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 639 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან „კოვიდ 19“ 349 ადამიანმა დაამარცხა და 11 გარდაიცვალა. ანუ ახლა ინფიცირებულთა რაოდენობა 279-ს შეადგენს.