12, მაისი 2020 17:11:00
აჭარაში მე-12 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მხოლოდ დღეს, 250 ანალიზის პასუხი გახდა ცნობილი. ყველა მათგანი უარყოფითია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცლეებს. რეგიონში საკარანტინო სივრცე ჯამში 5 ათას 347-მა ადამიანმა დატოვა. სპეციალურ რეჟიმში კი დღეისათვის ათას 639 პირი რჩება.