12, მაისი 2020 16:13:00
ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ ურთულესი და იშვიათი მეან-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩატარდა. 29 წლის ქალს ერთდროულად რამდენიმე გართულება აღენიშნებოდა, ჰქონდა პლანცენტის წინამდებარეობა IV ხარისხის, placenta percreta ანუ პლაცენტის ჩაზრდა თეძოს არტერიებთან, შარდის ბუშტთან და სიდმოიდურ ნაწლავთან.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ორსულობის 34-ე კვირას საკეისრო კვეთის შედეგად 29 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა. დედაც და ახლშობილებიც თავს კარგად გრძნობენ და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებენ.
სტატისტიკის მიხედვით ასეთი დიაგნოზის დროს დედის სიკვდილობის მაჩვენებელი მაღალია.