12, მაისი 2020 09:54:00
ინგრედიენტები მომზადების დრო: 20 წუთი
- 150 გრ. ფქვილი
- 100 მლ. რძწ
- 200 მლ. ნატურალური იოგურტი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 შეკვრა გამაფხვიერებელი ან დროჟი
- 3 ცალი კვერცხი
- ცოტა ოდენი მარილი
- ზეთი (სასურველია ზეითუნის)
მომზადების პროცესი
სამ ცალ კვერცხს ამოვიყვანთ კარგად, ისე რომ მივიღოთ ფაფუკი მასა.
რძესა და იოგურტს ვურევთ ერთმანეთში. თუ მეტ იოგურტს დავამატებთ, ასე უფრო ფუმფულა და მსუყე გახდება ნამცხვარი.
ფქვილი, გამაფხვიერებელი, რძისა და იოგურტის ნარევი , მარილი და შაქარი ნელ-ნელა ჩავამატოთ კვერცხის ფაფუკ მასაში და თან მოვურიოთ. თუ ამჩნევთ, რომ მასა სქელია, მაშინ ვამატებთ რძეს.
შემდეგ წინასწარ გახურებულ ტაფაზე ერტმანეთის მიმდევრობით გამოვაცხობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ, ამ ტიპის ბლინებს ვაცხობთ დაბალ ტემპერატურაზე და ვიყენებთ ცოტა ზეთს!
რჩევები გურმანებისაგან:
ძალიან უხდება სიროფი ან თაფლი, ასევე ფაფუკი კრემი ან ხილის ცხარე სოუზი. რაც შეეხება სასმელებს: ყავისა და ჩაის მოყვარულებო,თქვენ ეს ბლინები ძალიან მოგეწონებათ. ასევე მათაც ვინც საუზმისას რძეს ან ფორთოხლის წვენს მიირთმევს.
გემრიელად მიირთვით !