11, მაისი 2020 16:53:00
აჭარაში კორონავირუსმა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.გარდაცვლილია 81 წლის კაცი, ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.კლინიკა „მედალფაში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი მე-11. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში “ 13 ინფიცირებული რჩება, მათგან ხუთის გამოჯანმრთელებას ახლო მომავალში ელოდებიან.