08, მაისი 2020 17:05:00
აჭარაში, უკვე მერვე დღეა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კოვიდ19-ზე გამოკვლევა გუშინ, 292 პირს ჩაუტარდა, ტესტების პასუხები კი ყველა შემთხვევაში უარყოფითია. დღის ბოლოს გახდება ცნობილი კიდევ 25 მოქალაქის კვლევის პასუხი. ამჟამად, ბათუმში, კლინიკა „მედალფა“-ში ვირუსზე მკურნალობის კურსს 15 პაციენტი გადის. ქვეყნის მასშტაბით კი, ინფიცირებული სულ 623 პირია. ამასთან, კოვიდ19-ით დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.