30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 292 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს 15 ინფიცირებული პაციენტი გადის.
ჯამში აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 40-მა პაციენტმა. აჭარაში კორონავირუსის პირველი მშემთხვევა დადასტურდა 14 მარტს (იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი გაუდგინდა71 ადამიანს. - აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 1 პაციენტი. - დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1340 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 5018-მა პირმა.