მსოფლიო ვაქცინის მოლოდინში: თანამედროვე მედიცინის გამოწვევა და პანდემიასთან ბრძოლის მეთოდები
ჯანდაცვა
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ერთმა საზრუნავმა გააერთიანა - როგორ დავამარცხოთ პანდემია სახელად COVID 19.
ოცდამეერთე საუკუნე არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების, არამედ ზოგადად მეცნიერების განვითარების ერად იწოდება. დრო, როდესაც ნებისმიერი გამოწვევა,თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, მარტივად აღმოფხვრადია. შესაბამისად, ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოებისათვის რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა ის პრობლემა, რომ მედიცინას არ ძალუძს შექმნას ვაქცინა, რომელიც მათ ვირუსის მძიმე შედეგებისაგან დაიცავს.
კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ კონცეპტს, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს ვაქცინამ იმისათვის, რომ ის საბაზრო ღირებულების მედიკამენტთა სიაში მოხვდეს ანუ რეკომენდირებულ იქნას ჯანდაცვის სისტემათა მიერ.
მედიკამენტთა კვლევის ცენტრმა 6 მაისს გამოაქვეყნა ოფიციალური სტატია, სადაც წარმოდგენილია ის ექვსი საფეხური, რომელიც ნებისმიერი სახის ვაქცინამ და მათ შორის COVID 19 -მაც უნდა გაიაროს.
ვაქცინის განვითარების პირველ საფეხურს წარმოადგენ სვირუსის ანალიზი, ხოლო, მეორე საფეხურს ვაქცინის ფორმირება. მესამე ეტაპზე ხდება ცდების ცხოველებზე ჩატარება, რათა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები ან სხვადასხვა სახის უკუჩვენებები. მეოთხე ფაზა მიმდინარეობს უშუალოდ ადამიანებზე დაკვირვებებით, ანუ ე.წ. მოხალისეები ნებაყოფლობით გამოცდიან ვაქცინის შედეგებს საკუთარ თავზე. ტესტირების დადებითად წარმართვის შემთხვევაში, საქმე გადაეცემა შესაბამის კომისიებს (ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოებისათვის საპასუხისმგებლო ორგანოს ამ მიმართულებით წარმოადგენს „EMA“, ხოლო USA-ს „FDA“) და მეხუთე ეტაპზე ხდება ლიცენზიის მინიჭების ოფიციალური ნებართვის გაცემა, რის საფუძველზეც შემდგომში ხდება ვაქცინის წარმოებაში ჩაშვება და საბაზრო პროდუქტის სახით მოქალაქეებამდე მიტანა, როგორც ბოლო , მეექვსე საფეხური ვაქცინის ადაპტირებისა.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ეს საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია, რომელიც ჩვენგან, ადამიანებისაგან, მოთმინებასა და მოვლენებისადმი გონივრულ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ აუცილებელია გავითვალისწინოთ მედიკოსების მოწოდება და რჩევები:დავიცვათ დისტანცია (1, 50- დან2 მეტრამდე ) და მაქსიმალურად მოვერიდოთ სოციალურ კონტაქტებს. და ბოლოს, ჰიგიენის ნორმებს რაც შეეეხება , ხელების დაბანის საუთესო მეთოდი არსებობს -მაშ ასე, თუ თქვენდაბანისას ორჯერ იმღერებთ„Happy Birthday Song- ს“, ყველაფერი რიგზეა, ვინაიდანეს დრო ზუსტად შეესაბამება ვიროლოგების მიერ რეკომენდირებულ დროს, ხელების დაბანის ხანგრძლივობის შესახებ.
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა www.vfa.de-ზე დაყრდნობით მოამზადა.