07, მაისი 2020 18:41:00
აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი კლინიკას ტოვებს.
კლინიკა "მედალფაში" მკურნალობას კორონავირუსით ინფიცირებული 17 პაციენტი აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევა 30 პირს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ცნობისთვის აჭარაში 5000-მდე პირს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, მათ შორის 1000-მდე სამედიცინო პერსონალი იყო. ამასთან, სამომავლოდ აფთიაქებსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ლაბორატორიული კვლევა იგეგმება.