07, მაისი 2020 17:19:00
აჭარაში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა მე-7 დღეა არ დაფიქსირებულა. ყოველდღიურად კოვიდ19-ზე სამასამდე პირს იკვლევენ. დღის განმავლობაში ჩატარებული 280 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია. ამასთან, უხილავი მტერი რეგიონში, კიდევ 2-მა მოქალაქემ დაამარცხა. ამ დროისთვის ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსზე მკურნალობის კურსს 17 პაციენტი გადის. ქვეყნის მასშტაბით კი ჯამში, 615 პირია ინფიცირებული. მათგან 275 უკვე გამოჯანმრთელდა.