07, მაისი 2020 15:47:00
გერმანიამ კორონა ვირუსთან ბრძოლაში, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მაშტაბით, საუკეთესო შედეგები აჩვენა.
მიუხედავად გამართული და ეფექტური ჯანდაცვის სისტემის ქონისა, პანდემიასთან ბრძოლა არც ამ ქვეყნისათვის აღმოჩნდა მარტივი. სხვადასხვა სახის აკრძალვები, შეზღუდვები სოციალურ კონტაქტებზე და დიგიტალურ სამყაროდ გარდაქმნილი რეალური ცხოვრება - გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, ძალიან კარგად იცის, რომ ასე გაგრძელება ქვეყანას გამოუვალ ეკონომიკურ კრისიში ჩააგდებს.
ექვს მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გერმანია დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ცხოვრებას. გასტრონომია, შოპინგ და სხვადასხვა გასართობი ცენტრები ისევ განაგრძობენ ამოქმედებას. ისმება შეკითხვა: რა მეთოდებით შეებრძოლება გერმანია კორონა ვირუსს და რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ვაქცინის შემცვლელი ახალი მეთოდი?
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ვაქცინაზე ეფექტური მეთოდი COVID 19-ის წინააღმდეგ არ არსებობს, თუმცა მისი დროებით ჩანაცვლება, დასაწყისში, პრევენციის მიზნით, სულაც არ არის შეუძლებელი. ამ საშუალებით პანდემიის შესაძლო შეჩერებაზე ინფორმაცია გერმანულ მედიაში უკვე გახმოვანდა. „Helmholtz“- ის კვლევითმა ცენტრმა გამოსცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ შექმნან მედიკამენტი, რომელიც ეგრედ წოდებულ ანტისხეულს წარმოადგენს და მისი პრევენციის მიზნით მიღება ორგანიზმსსაშიშროებას არ შეუქმნის. ძალიან მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, ეს წარმოადგენს კონცეპტს, რომელიც აპრობირებულ მედიცინაში უკვე მოიპოვება. მაგ. შხამით მოწამლულ ორგანიზმს ძალიან ხშირად შხამის გამოყენებითვე კურნავენ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები და ტესტირებები ამ მედიკამენტთან დაკავშირებით. მოხვდება თუ არა ის მასობრივი მოხმარების მადიკამენტთა სიაში, ამას სულ მალე შევიტყობთ.
სტატია TV25.GE-სთვის ნანული კიკაჩეიშვილმა www.helmholtz.de-ზე დაყრდნობით თარგმნა.