07, მაისი 2020 11:35:00
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ერთი კვირაა არ დაფიქსირებულა.
ყოველდღიურად ვირუსზე სამასამდე პაციენტს იკვლევენ. დღესაც ყველა ტესტირების პასუხი უარყოფითია. საეჭვო პაციენტების გამოკვლევასთან ერთად მიმდინარეობს რისკჯგუფების გამოკვლევაც. მიზნობრივ ჯგუფებს შემდეგი კვირიდან ფარმაცევტები, სტომატოლოგები და სუპერმარკეტების თანამშრომლები დაემატებიან. რაც შეეხება ქობულეთში არსებულ ვითარებას, შემთხვევების უმრავლესობა სწორედ ქუბულეთს უკავშირდება. ამ კლასტერის კონტაქტებიდან 550 პაციენტი გათავისუფლდა თვითიზოლაციის რეჟიმისგან. იზოლაციაში მხოლოდ ერთი ოჯახი რჩება. 4 სოფელში კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმო მოქმედებს, მოიხსნება თუ არა ეს რეჟიმი ჯერ უცობია.
აჭარაში კორონავისური 38 პაციენტმა დაამარცხა. „მედლაფაში“ რჩება 17 კოვიდინფიცირებული. რაც შეეხება ცხელების ცენტრებს, ამ დროისთვის 30 პაციენტს იკვლებენ. პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.