07, მაისი 2020 10:16:00
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 615 ადამიანს შეადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ახლახანს აისახა.
7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული. მათ შორის 9 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 5002, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 485 მოქალაქე იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 3-ს შეადგენს.