მოუწესრიგებელი ინსფრასტრუქტურა ჩაქვში. პლაჟი საპირფარეშოებისა და გასახდელების გარეშე. ადგილობრივების თქმით, არსებული მდგომარეობა ტურისტებს აფრთხობს. როდის მოგვარდება პრობლემა და რა განსაზღვრა დოკუმენტმა, რომელიც ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა? რას ამბობენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში?
პრობლემების ჩამონათვალი ამ ტერიტორიაზე ამით არ სრულდება. სანაპიროზე ვერც საპირფარეშოებს შეხვდებით. ირგვლივ მხოლოდ ტალახია. სამშენებლო მიწა და ნარჩენები. თუ აქ ტურისტი ინტერნეტში ნანახმა გარემომ ჩამოიყვანა, რეალობამ შესაძლოა გააქციოს. მეზღვაურების ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამსვენებლებს აფრთხობს:
ეს კი ჩაქვის ცენტრია, საბჭოთა დროინდელი შენობებით, უღიმღამო ფერებით და ამორტიზებული გზით. მიმდებარე ტერიტორია ასეთ მდგომარეობაშია. არ არის საპირფარეშოები. ჭირს სანაგვე ურნების პოვნა. ადგილობრივების მოთხოვნები მრავალფეროვანია, იმდენად რამდენადაც პრობლემა ბევრია. იდენტური მხოლოდ ადრესატია - ის ვისაც დაპირებებს ახსენებენ:
გარემო, რომ მათ სოციალურ ყოფას განაპირობებს, ამის დასტურად გასულ ტურისტულ სეზონს ასახელებენ. ამბობენ, რომ ვიზიტორების ნაკადი მცირე იყო:
პრობლემები ცენტრში არ მთავრდება, ეს სასტუმრო ოაზისის მიმდებარე ტერიტორიაა. ზღვა აქაც ელემენტარული საპლაჟო ინფრასტრუქტურის გარეშეა დარჩენილი. არ არის გასახდელები. აქ ჩვენმა კამერამ მხოლოდ საპირფარეშოს ნანგრევი დააფიქსირა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროში თავს იმით იწონებენ, რომ ჩაქვს განვითარების რეგულირების გეგმა უკვე აქვთ. უწყების სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, დოკუმენტი ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა და ძალაშია - როდის დაიწყება ის სამუშაოები, რომელიც მის ფარგლებში გაიწერა, ნუგზარ ძნელაძე კონკრეტულს ვერაფერს ამბობს. სამინისტროს წარმომადნეგელს იმის იმედი აქვს, რომ ჩაქვის მიმართ საინვესტიციო ინტერესი გაიზრდება და მოთხოვნადიც ამის შემდეგ გახდება :
როდის დაიწყება კონკრეტული სამუშაოები და რა განსაზღვრა დოკუმენტმა, რომელიც ქობულეთის საკრებულომ დაამტკიცა? ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თქვა, რომ ცენტრის კეთლმოწყობის სამუშაოები ზაფხულამდე დასრულდება. დავით ვერულიძის განცხადებით,
ეს კი ის მერია, რომელიც ჩვენმა რესპოდენტებმა დღეს ხშირად ახსენეს. მირიან ქათამაძე ყოველწლიურად ტურისტებს საქართველოში ეპატიჯება.
ჩაქვი კი ის ადმინისტრაციული ერთეულია, საიდანაც სტარტს მტირალას ეროვნული პარკისკენ მიმავალი გზა იღებს. დაცული ტერიტორია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამთავალიერებელი სტუმრობს და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს შორისაა.
