04, თებერვალი 2020 17:51:00
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება გადადო. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა. გიგი უგულავას თქმით, ისინი ხვალ, 10 საათზე, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნით კვლავ შეიკრიბებიან. მან დეპუტატებს ერთსულოვნების ნიშნად, საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი დღევანდელი სხდომის გადადებისაკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.