21, იანვარი 2020 18:27:00
ბიმი, ყურშა, თეთრა და კუპატა - ასე ეძახიან მიუსაფარ ძაღლს, რომელიც სოციალურ ქსელის აღმოჩენა მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ ეხმარება იგი ბავშვებს ქუჩის გადაკვეთაში.
ყურშა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ნონა ზაქარეიშვილი, იმ დღეს იხსენებს, როდესაც ძაღლი ბედობის დღეს, მისი სახლისკარებს მიადგა, რის შემდეგაც მასზე ზრუნვა დაიწყო.
რატომ კუპატა? იმიტომ, რომ კარგად ჩასუქებული და მოვლილია. რატომ ყურშა? ამ კითხვაზე ნონა ზაქარეიშვილის პასუხი ასეთია:
პოპულარულ ძაღლს საკვებით ახლოს მდებარე მაღაზიების მეპატრონეებიც უმასპინძლდებიან. ბადრი ცინაძე გვიყვება, რომ ყურშა აქ ყველას უყვარს და მასზე შეძლებისდაგვარად ზრუნავენ.
იმისათვის, რომ ყურშამ თავი კომფორტულად იგრძნოს მალე საკუთარი კუთხეც ექნება. ტროტუარზე - იქ სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებს მისთვის სახლის დადგმას აპირებენ.