16, იანვარი 2020 18:22:00
ბათუმელი მოქალაქე პროტესტის უკიდურესი ზომისთვის მიმართვას აპირებს. ომარ ჩოგაძე ამერიკის საელჩოსთან, ხვალიდან, შიმშილს აანონსებს. ამბობს, რომ ამ ფორმით საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის ქევეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ხმის მიწვდენა სურს. იგი საზოგადოებასა და ოპოზიციის ლიდერებს, გვერდში დგომისთვის მოუწოდებს. ჩოგაძე ხელისუფლების ოპონენტებს მოსახლეობისთვის რეალური საარჩევნო პროგრამის წარმოდგენისთვის მიმართავს, რათა ხალხი დაინტერესდეს და მთავრობის ცვლილებისთვის ქუჩაში გამოვიდეს. მისი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნებია.