25, დეკემბერი 2019 17:48:00
კაცი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ბათუმში დაჭრილი პოლიციელი სიკვდილს გადაარჩინა დააჯილდოვეს. უბნის მაჟორიტარმა მას მადლობის სიგელი გადასცა. აჭარის მთავრობა კი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის სარეზერვო ფონდიდან, 2000 ლაროთ დაასაჩუქრებს. რაულ თებიძე, რომელიც საღამოს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, შეეცადა პატრულ-ინსპექტორისათვის სისხლდენა შეეჩერებინა და ქირურგიული ოპერაციის დასრულებამდე კლინიკაში დარჩა. ის ქალაქში, ხელოსნად მუშაობს. მირდატ ქამადაძემ მოქალაქის დაჯილდოებას მიესალმა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კრიმინალებთან თანამშრომლობს და სწორედ ამიტომ ბედავენ ისინი ბათუმის ქუჩებში პოლიციელების დაჭრას.