14, დეკემბერი 2019 15:56:00
ბათუმში, წელს 36 ქუჩა და 23 შენობის ფასადი საახალწლო გაფორმებებით მოირთვება. მერიის პრესცენტრის ცნობით, სამონტაჟო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დაიწყო და 25 დეკემბრისთვის დასრულდება. პარალელურად მიმდინარეობს მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში. საახალწლო ღონისძიებებისთვის 428 ათას 422 ლარია გამოყოფილი.