07, დეკემბერი 2019 15:04:00
თბილისში, ერთ-ერთ უბანში შუახნის კაცი 12 წლის გოგოს აედევნა, ხელი ჩაჰკიდა და ბუჩქებისკენ შეყვანას ცდილობდა. „პრაიმტაიმს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ კაცი არასრულწლოვანს ფულს სთავაზობდა, რა დროსაც მოზარდი ხელიდან დაუსხლტა და სახლისკენ გაიქცა.
მოზარდი იქვე ახლოს ლტოლვილთა დასახლებაში ცხოვრობს. შეშინებული ბავშვი სახლში მივიდა და მომხდარის შესახებ ოჯახს უამბო. ოჯახის ახლობელი ყვებიან, რომ მამამ ვიდეოკამერების მეშვეობით მომხდარი ფაქტი თავისი თვალით ნახა. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. პოლიცია დაახლოებით, 60-წლამდე კაცს ეძებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.