03, დეკემბერი 2019 17:49:00
ხელვაჩაურში, სოფელ შარააბიძეებში მცხოვრები ფარტენაძეების ოჯახი გამოსახლებას გადაურჩა. 7 წევრიან ოჯახს ვადა 2020 წლის ბოლომდე მისცეს. ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურძე იმყოფებოდა და შედეგს ორივე მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. ფარტენაძეებმა მარჯანიშვილებს ის 25 ათასი დოლარი, რომელსაც უკვე 6 წელია ვერ იხდიან, 1 წლის შემდგომ უნდა დაუბრუნონ.