30, ნოემბერი 2019 12:54:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ო.ა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახლობლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბანკის ავტოლიზინგით ისარგებლა. მოგვიანებით, ო.ა.-მ ავტომანქანა 2200 აშშ დოლარად გაყიდა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.