13, ნოემბერი 2019 20:21:00
ქარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა. ავარია ქარელი-კეხიჯვრის მონაკვეთზე, დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო:ipn.ge