28, ოქტომბერი 2019 09:36:00
თბილისში, ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული1996 წელს დაბადებული პირია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის კაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.