16, ოქტომბერი 2019 11:20:00
2019 წლის იანვარ-აგვისტოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული თითქმის 100%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ამ დანაშაულის 1 223 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც 610 ფაქტით, ანუ 99.51%-ით მეტია 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი და საბანკო ბარათები ამ ტიპის თაღლითობისგან?
პლასტიკური ბარათი არ მისცეთ არავის ხელში, არ გაატანოთ, რადგან ბევრი შემთხვევაა, როცა თანამშრომლები ბარათებს გარკვეულ წერტილებში ამუშავებენ, ინახავენ მონაცემებს და შესაძლოა, შემდეგ გამოიყენონ;
გადაამოწმეთ ვებ-გვერდები, რომელზეც შედიხართ, რადგან ხშირად ჰაკერები ყალბ ვებ-გვერდებს ქმნიან, რომელიც რეალური ინტერნეტ ბანკის გვერდს გავს;
ნუ შეინახავთ და ნუ დაამახსოვრებთ ავტორიზაციის საშუალებებს მონაცემებს თქვენს ბრაუზერში; წაიკითხეთ სრულად