02, ოქტომბერი 2019 17:35:00
7 წელი ოცნების მმართველობიდან. რა ფონია ქვეყანში მაშინ, როცა მთავარი პოლიტიკური ძალა 2012 წლის ოქტომბრის გამარჯვებას ზეიმობს. რას შეპირდა ბიძინა ივანიშვილი ხალხს წლების წინ, რა შესრულდა და რა ვერა? გაამართლა თუ არა ოლიგარქის სიტყვებმა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მაშინ ნდომა გამოუცხადა? უხვი დაპირებების არქივს გულნარა ლეფსაიამ გადახედა.
ასე ემოციურად მოსახლეობა 2012 წელს, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას აღნიშნავდა. 7 წლის წინ, მოსახლების დიდმა ნაწილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიან რეჟიმს უარი უთხრა და არჩევანი ახალ პოლიტიკურ ძალაზე გააკეთა.
გამარჯვებას წინ პარტიის არაერთი დაპირება უძღოდა:
დღეს 1 დოლარი 2 ლარი და 98 თეთრია. ეს ბიძინა ივანიშვილის თვალით დანახული იაფი ფულია. „ქართული ოცნების“ ლიდერი ხელისუფლებაში მოსვალამდე უფასო ფულზე ხშირად საუბრობდა. იმასაც ამბობდა, რომ სესხზე დანამატი მაქსიმუმ 2 პროცენტი იქნებოდა. 7 წლის თავზე კი რეალობა დაპირების საპირისპიროა.
ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართული ოცნება“ იმასაც ირწმუნებოდა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები განახევრდებოდა. მოგვიანებით კი ივანიშვილმა აღიარა, რომ ამ თემაზე გადაჭარბებით საუბრობდა.
„ქართული ოცნების“, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილის დაპირებებს თუ გადავხედავთ, მაშინ მას არც სოფლის მოსახლეობა დარჩენია უყურადღებოდ. ფერმერებს მილიარდიან ივეტიციას და სოფლის წელში გამართვას ჰპირდებოდა. 7 წლის მანძილზე კი სოფლები ადგილობრივებისგან ყოველდღიურად იცლება.
ეს კი ის დაპირებაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე შეასრულა. დღეს საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვა უფასოა. უფასოა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც.
„ქართული ოცნების“ მმართელობიდან 7 წლის თავზე ლარი გაუფასურებულია, საწვავის ფასი მნიშვნელოვნდაა გაზრდილი, რუსული ოკუპაცია გრძელდება და უმუშევრობა ისევ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.