24, სექტემბერი 2019 17:30:00
ბათუმში, საქართველოს სახალხო არტისტის ალექსანდრე ხომერიკის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიება საზაფხულო თეატრის წინ გაიმართა. მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხომერიკის ოჯახის წევრები დაესწრნენ. გაიმართა კონცერტიც. ალექსანდრე ხომერიკი წლების განმავლობაში იყო ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი. არის სახელმწიფო პრემიებიოსა და ღირსების ორდენის მფლობელი.