16, იანვარი 2017 05:23:00
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ბათუმში 1981 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკისას, 100 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.