02, სექტემბერი 2019 20:20:00
საბავშვო ბაღის გამგე, რომელიც თანამშრომლებს ფიზიკურ შეუარაცხყოფას აყენებდა თანამდებობას დღის ბოლომდე დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაცია „TV 25“-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მედეა მამულაძე წასლის შესახებ განცხადებას სამუშაო დღის დასრულებამდე დაწერს.
ამ ინფორმაციას ხულოს მერი არ უარყოფს, რომელიც აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღის ბოლოს გაკეთდება. ვახტან ბერიძის თქმით, სავარაუდო შემცვლელი უკვე შერჩეულია და მედეა მამულაძის წასვლის შემთხვევაში კრიზისი არ შეიქმნება.
შეგახსენებთ, მედეა მამულაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის დღის წესრიგში მაშინ დადგა, როდესაც „TV 25“-მა დაწესებულებაში არსებული სიტუაციის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა. ფარული ჩანაწერების თანახმად, გამგე თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, გარდა ამისა ჩვენს მაუწყებელთან კომენტარის გაკეთებისას მამულაძე იმ მაღალჩინოსნებს ასახელებდა, რომლებიც მისი თქმით, მას მფარველობენ.
ფიზიკური შეურაცხოყოფის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ამავე თემაზე: