30, აგვისტო 2019 21:43:00
TV 25-ის ეთერში გუშინ, გასულ სიუჟეტზე, რომელიც ღურტას საბავშვო ბაღში მოხმდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხებოდა, საგამოძებო უწყებამ შესწავლა დაიწყო. პარალელურად სააღმზრდელო დაწესებულებაში დისციპლინური მოკვლევა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობაში კი ირწმუნებიან, რომ ფაქტს რეაგირება მოყვება. აქ არ აკონკრეტებენ რა სახის რეაგირებაზეა საუბარი, თუმცა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. მკაცრ რეაგირებაზე საუბრობს ხულოს მერიც, თუმცა ვახტანგ ბერიძემ არ გვითხრა დატოვებს თუ არა მედეა მამულაძე სკოლამდელ დაწესებულებას. შეგახსენებთ, გუშინ მაცნეს ეთერში გავიდა ექსკლუზიური კადრები, სადაც ნაჩვენები იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ღურტას საბავშო ბაღში. თანამშრომლები გამგეს შევიწროებაში ადანაშაულებენ, ხელმძღვანელი კი პროვოკაციებსა და ორგანიზებულ შეტევებზე საუბრობს.