16, იანვარი 2017 11:29:00
შსს მოქალაქეს „მარიხუანას“ მოხმარებას ედავება. საფუძველი გენინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგი გახდა. ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას უარყოფს. იგი აჭარის პროკურორისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ საერთო მეგობრის ქორწილში იოყვნენ, როცა ერთ-ერთმა კოლეგამ მას და კიდევ ორ თანამშრომელს შავი „მალბოროს“ მარკის სიგარეტი, იძულებით იმ მიზეზით მოაწევინა, რომ ახალი გამოშვება იყო და გაესინჯათ, რომელშიც „მარიხუანა“ იყო გარეული, შემდეგ კი გენერალურ ინსპექციას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ბრალდებულის მტკიცებით, არსებობს ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომტკიცებულებაც. პროკურორისთვის მიწერილ წერილში ბრალდებული აღნიშნავს, რომ კოლეგა მას და კიდევ მის ორ თანამშრომელს ამგვარად სამსახურეობრივი შუღლის საფუძველზე მოექცა. ბრალდებული სთხოვს აჭარის მთავარ პროკურორს მის მიერ მოყვანილი ფაქტები გამოძიებისთვის საოლქო პროკურატურას გადასცეს. საქალქაო სასამართლომ დღეს მოწმეები გამოკითხა, თუმცა საქმის განხილვა ადვოკატის თქმით, მანამდე შეაჩერა, ვიდრე პროკურატურა გამოძიების შედეგს არ დადებს.