31, ივლისი 2019 20:45:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებს და ტურისტული სეზონის ჩავარდნით დაზარალებულ მცირე მეწარმეებს დახმარებას ჰპირდება.თორნიკე რიჟვაძემ საკითხთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. რეგიონის პირველი პირის აქცეტენტებზე ჩემი კოლეგა გიამბობთ
თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობა წელს ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობას ელოდებოდა. სეზონის ჩავარდნას კი, რეგიონის პირველი პირი, უპასუხისმგებლო ოპონენტებს აბრალებს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის ძალაუფლების დაკარგვა, იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ოპოზიციაში არიან გადასულები.
მთავრობის თავმჯდომარემ ლარის ისტორიული გაუფასურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა. მისი თქმით, როდესაც აჟიოტაჟის შექმნის მუდმივი მცდელობაა, ეს აუცილებლად აისახება ეკონომიკურ სტაბილურობაზეც.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ტურისტული სეზონის ჩავარდნით დაზარალებულ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც ჯავშნები გაუუქმდათ სეზონური სესხების თანადაფინანსებაში დაეხმარება.
მთავრობის თავმჯდომარემ ოცნების ქალაქზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყველა პროცედურა დათქმულ ვადებში დასრულდება და მომავალი წლიდან მოხდება იქ მაცხოვრებლების ბინებით უზრუნველყოფა.
რეგიონის პირველმა პირმა ისაუბრა, გუშინ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაზეც, სადაც აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ, ბიუჯეტისთვის დაახლოებით ორ მილიონამდე ლარის ზიანის მიყენებაზეასაუბარი. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ხელისფულების საქმიანობას.
მთავრობის თავმჯდომარემ, ხელვაჩაურში, წყლის და გამაგრილებელი სასმელების ქარხნის მშენებლობაც დაანონსა.
მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ რეგიონისთვის ტურიზმი ლოკომოტივია. თუმცა, მისივე თქმით, თითოეული მუნიციპალიტეტი, თავიანთი პოტენციალის მიხედვით, სპეციფიკურად უნდა განვითარდეს.