22, მაისი 2019 21:03:00
თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი პრემიერითვის ემზადება. ორი ახალგაზრდას , ბეშქენისა და მიაგულის ტრაგიკული სიყვარული, ისტორია , ემოციები და მთის ტრადიციები. 5 თვიანი მამუშევარი გიორგი ჩხაიძეს ეკუთვნის. წარმოადგენას, მაყურებელი 28-29 მაისს 19 საათზე იხილავს.
სვანური ლეგენდის ,,მიაგულის“ მიხედვით, დადგმული სპექტაკლი, რომლის პრემიერაც 28-29 მაისს გაიმართება, ორი ახალგაზრდის ტრაგიკულ სიყვარულზე მოგვითხრობს. სიტყვების გარეშე გადმოცემული ემოციები მთის ტრადიციებზე დაფუძნებული ცხოვრების ყოფას ასახავს.
ტრადიცია აკვნიდან დანიშვნისა და მის თანმდევ პრობლემებზე. ბეშქენისა და დარინას უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი და წლების შემდეგ ახალგაზრდა კაცის მოულოდნელი ბედნიერება მიაგულთან. მსახიობი, რომელიც მთავარი გმირის როლს განასახიერებს, ადათ-წესების თანმდევ პრობლემებზე გვიყვება.
ისტორია, რომელიც სვანური ტრადიციიდან გამომდინარე ტრაგიკულად სრულდება, მსახიობები იმედოვნებენ, რომ მისგან გამოწვეული ემოციები მაყურებლებლების მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. ორიგინალური დეკორაციითა და მუსიკით გაჯერებული სანახაობა 60 წუთის განმავლობაში მათ ორი ადამიანის სიყვარულისთვის თავგანწირვას აჩვენებს.
სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი გიორგი ჩხაიძეა.უნდა, რომ წარმოდგენაში ასახული ქვეყნის ტრადიციები საერთაშორისო ფესტივალებში აჩვენოს. შემოქმედებითი ჯგუფი პრემიერისთვის 5 თვის განმავლობაში მუშაობდა.
სპექტაკლში გამოყენებულია ქაღალდის ფილმის მოდელი და რეალისტური სილიკონის მარიონეტები. წარმოდგენაში, რომელშიც 8 მსახიობი მონაწილეობს განკუთვნილია მოზარდი მაყურებლისთვის.